საერთაშორისო კონფერენცია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „აღმოსავლეთ პარტნიორობისა“ და ევროკავშირის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების მონაწილეობით, თბილისში ორდღიანი კონფერენცია გამართა.

ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში, 19 ქვეყნის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეების შეკრება, პირველად საქართველოში მოხდა. ორდღიან შეხვედრაზე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. წამყვანი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებმა მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის ტექნოლოგიის დანერგვის სტრატეგია განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს. ტექნოლოგიას საქართველო წამყვან ევროპულ ქვეყნებთან ერთად გეგმავს და ამ მიმართულებით, მოწინავე პოზიციები უკავია.

კომუნიკაციების კომისიამ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებს, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის დანერგვის შესახებ გაუზიარა გამოცდილება.