საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში. ფორუმი სახელწოდებით   „საქართველოს ევროპული გზა“ 2 დღე გაგრძელდება. სხვადასხვა თემატურ სამუშაო სესიაზე, მონაწილეები მსჯელობენ ევროპული დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ასევე, ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება საქართველოს როლზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.