საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

12:29, 25.11.2025

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, ოლივიე კურტოსთან და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დირექტორ მიხეილ ჩოკოშვილთან ერთად, საერთაშორისო სემინარი სახელწოდებით – „პორტების უსაფრთხოება და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: შავი ზღვიდან ევროკავშირამდე“ – გახსნა. ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ ეფექტიან ზომებზე. საერთაშორისო სემინარი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით, 25-26 ნოემბერს, ქ. ბათუმში იმართება და მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფოთა თანამშრომლობის გაძლიერებას. სემინარში მონაწილეობენ ევროპის 13 ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების, საბაჟო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მსგავსი