საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაშიც მიიღო მონაწილეობა. „ჯეოანესთეზია 2025“ რიგით მე-8 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციაა, რომელიც ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიური თერაპიის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა. მიხეილ სარჯველაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის ღონისძიებები მნიშვნელოვანია როგორც გამოცდილების გაზიარების, ისე ახალი ცოდნისა და თანამედროვე პრაქტიკის დანერგვისთვის.