საერთაშორისო კონფერენცია „არაფორმალური განათლების გამოწვევები“

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ინიციატივით, რიგით მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია „არაფორმალური განათლების გამოწვევები“ გაიმართა. ღონისძიების მთავარი თემა არაფორმალურ განათლებაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების გამოყენება იყო. კონფერენციის მონაწილეებმა სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ტენდენციებზეც ისაუბრეს.