საერთაშორისო კონფერენცია

18:31, 12.10.2026

თბილისში სამედიცინო განათლების ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია იმართება.

ორდღიანი კონფერენცია თემაზე – „სამედიცინო განათლების განვითარება: ინტერნაციონალიზაცია, ინოვაცია და აკადემიური წარმატება“ – ემორის უნივერსიტეტის მედიცინისა და ნევროლოგიის პროფესორის, დოქტორ კენ ვოლკერის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეები სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, სწავლების ინოვაციურ მიდგომებზე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე სასწავლო პროცესში და სტუდენტთა აკადემიური წარმატების ხელშეწყობაზე იმსჯელებენ. კონფერენციის პროგრამა მოიცავს ძირითად მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სამეცნიერო პრეზენტაციებს, სტუდენტთა კვლევითი ნამუშევრების გამოფენას, ინტერაქტიულ სამუშაო შეხვედრებს და კლინიკურ მასტერკლასებს. კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მიიღეს.

მსგავსი