საერთაშორისო კონფერენცია

18:37, 15.09.2026

თბილისში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის კონფერენცია მიმართება, რომლის მთავარი თემაა „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“. ღონისძიებაში 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი მონაწილეობს, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებენ. გაიმართება თემატური პანელური სესიები, მაღალი დონის შეხვედრები და დახურული სამუშაო სესიები. ამასთან, 15-17 სექტემბერს დაგეგმილი სამუშაო პროგრამა ხელოვნური ინტელექტის რისკებს, ციფრულ ბაზრებზე მომხმარებელთა დაცვას, ასევე ბავშვებისა და ახალგაზრდების ონლაინ უსაფრთხოებას ე.წ. „ბნელ პატერნებს“, ინფლუენსერ-მარკეტინგსა და ციფრულ გამჭვირვალობას შეეხება. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია მომხმარებელთა დაცვის სფეროში ინოვაციური ინიციატივების დაჯილდოება.

მსგავსი