საერთაშორისო კონფერენცია

18:36, 14.09.2026

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ქსელის და აღსრულების საერთაშორისო ქსელ „აისიპენის“ მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნა თბილისში.

ღონისძიებას 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი ესწრება. ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, თანამედროვე ციფრული გამოწვევების საპასუხოდ ეფექტიანი მექანიზმების განვითარებასა და ციფრულ ეპოქაში ნდობის მნიშვნელობაზე. სამდღიანი კონფერენციის მთავარი თემაა „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“.

მსგავსი