საერთაშორისო კონფერენცია

მეორე დღეა ცესკო, საარჩევნო ადმინისტრაციების მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციაში 23 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. დღეს, დილიდან მონაწილეები მსჯელობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ინფორმაციისა და განათლების როლი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.