წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „მეც შემიძლია კომუნიკაცია“. კონფერენციაზე ისაუბრეს აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის საკითხებზე, რაც გულისხმობს სხვადასხვა საშუალების – მაგალითად, ჟესტების, სურათების, სიმბოლოების ან ტექნოლოგიის გამოყენებას, რათა ადამიანებს საკუთარი აზრებისა და საჭიროებების გამოხატვაში დაეხმაროს. კონფერენციის მთავარი მიზანია, საქართველოში აღნიშნული მიდგომების განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერება. ღონისძიებაში აკადემიური პერსონალი, პრაქტიკოსი სპეციალისტები, სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახები მონაწილეობდნენ. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, რამდენიმე ქართული უნივერსიტეტის ჩართულობით ხორციელდება.