გივი მიქანაძემ პროფესიული განათლების მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, მონაწილეობა მიიღო პროფესიული განათლების მასწავლებელთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით, „გლობალური ჰორიზონტები პროფესიულ განათლებაში: შემოქმედებითობა, თემი და ინტერნაციონალიზაცია“. ქალაქ ბათუმში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, მასწავლებლები და ექსპერტები, რომლებმაც ინოვაციური პრაქტიკები, საერთაშორისო გამოცდილება და პროფესიული განათლების განვითარების თანამედროვე ხედვები განიხილეს. კონფერენციის ფარგლებში, ასევე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი კოლეჯ „ბლექსსა“ და ავეიროს პროფესიულ სასწავლებელს შორის, რაც საქართველოსა და პორტუგალიას შორის პროფესიული განათლების მიმართულებით პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს.