საერთაშორისო კონფერენცია

12:35, 01.09.2025

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპის საერთაშორისო კონფერენციას „ლოგიკა ხელოვნურ ინტელექტში“ მასპინძლობს. ღონისძიება რიგით მე-19-ეა და საქართველოში პირველად იმართება. მასში მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები მონაწილეობენ, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ლოგიკური მოდელების საკითხებზე მუშაობენ. კონფერენცია ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გაიმართება კვლევების პრეზენტაცია და პანელური დისკუსიები. კონფერენცია განათლების მინისტრმა გახსნა.

მსგავსი