საერთაშორისო კონფერენცია
„ალბათობის თეორია და სტატისტიკა“ – ამ სახელწოდებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება ქართველი მათემატიკოსისა და პედაგოგის, საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის დამფუძნებლის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრის, ახალი ზელანდიის სამეფო აკადემიის წევრის, ახალი ზელანდიის ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის პროფესორის, ესტატე ხმალაძის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.
კონფერენციის მიზანია სტატისტიკის თანამედროვე აღმოჩენების და ესტატე ხმალაძის მიღწევების გაცნობა ქართული საზოგადოებისთვის. კონფერენცია 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.