საერთაშორისო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ვარძიის სამონასტრო კომპლექსში, ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-16 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

3-დღიანი საერთაშორისო კონფერენციის ძირითადი მიზნებია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან დაახლოებაში ქართველი სტუდენტების ხელშეწყობა, მათში მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით, ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. ვარძიის კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს სტუდენტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან, მათი ნაშრომები კი – ქართველმა და უცხოელმა პროფესორებმა შეაფასეს. კონფერენცია ქართველ სტუდენტ არქეოლოგებს, საშუალებას აძლევს მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და სხვა ქვეყნის წარმომადგენლების კვლევებს გაეცნონ.