საერთაშორისო კონფერენცია

„რუსეთის აგრესია უკრაინაში: წინააღმდეგობის ერთი წელი“ – ამ სახელწოდებით, კონფერენცია ორგანიზაციის „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ და უკრაინის საელჩოს ორგანიზებით იმართება. მოწვეულმა სტუმრებმა რუსეთის მიერ უკრაინაში ერთი წლის წინ დაწყებულ ომის შედეგებზე ისაუბრეს. მათი თქმით, ომის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია და უკრაინის ტერიტორიები კვლავ ოკუპაციის ქვეშაა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი, რომელმაც თქვა, რომ რუსეთმა უკრაინელი ხალხის გენოციდი მოაწყო და აუცილებელია პროცესში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს.