საერთაშორისო კონფერენცია

„ინკლუზიური ტურიზმი სოციალური ჩართულობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის“- ამ სახელწოდების კონფერენცია გაიხსნა თბილისში. ღონისძიება მერიისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება. ინკლუზიურ პოლიტიკასა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობაზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა. მონაწილეებმა აქცენტი ევროკომისიის ანგარიშზეც გააკეთეს, რომლის მიხედვითაც, ტურიზმის სექტორი ყოველწლიურად ასობით მილიონ ევროს კარგავს არახელმისაწვდომი ინფრასტრუქტურის, სერვისების და შშმ მოგზაურთა მიმართ არასწორი დამოკიდებულებების გამო. ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობად, ფიზიკური გარემოსა და სერვისების მისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახელდა.