საერთაშორისო კონფერენცია

„თანამედროვე სამართლის გამოწვევები“ – ორდღიან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. საჯარო და კერძო სამართლის ჰიბრიდული ფორმატის ღონისძიებაში, 52 ქართველი და უცხოელი მომხსენებელი მონაწილეობდა. მიზანი, ეროვნული თუ საერთაშორისო სამართლის სფეროს დახვეწა და ამ მიმართულებით მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევარების, მეცნიერების, დოქტორანტების ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარება იყო.