საერთაშორისო კონფერენცია

საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა.

ფორუმი მისასალმებელი სიტყვით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და საქართველოში „თურქეთის ავიახაზების“ გენერალურმა მენეჯერმა გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პირისპირ შეხვედრები საქართველოსა და აზიის ქვეყნების ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შორის.  ქართულმა მხარემ მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ტურიზმის პოტენციალი გააცნო და საქმიანი კონტაქტები დაამყარა. ფორუმში ჩინეთიდან, ჰონგ-კონგიდან,  ტაილანდიდან, მალაიზიიდან, სამხრეთ კორეიდან, სინგაპურიდან და  ინდონეზიიდან უმსხვილესი 34 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.