საერთაშორისო კონფერენცია

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია დასრულებულია. ღონისძიებაზე, რომელსაც მაღალი რანგის დიპლომატები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ, განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივები და რუსული აგრესია.

ფორუმზე ექსპერტის რანგში, ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკუთარი ხედვა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც კოლექტიური თავდაცვის პირობის შესახებ ორგანიზაციის მეხუთე მუხლი ოკუპირებულ რეგიონებში დროებით არ ამოქმედდება და მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდება. ამ წინადადებას შეფასებები მოჰყვა თბილისში.