საერთაშორისო კინოფესტივალი მესტიაში

12:28, 09.09.2025

უკვე მეხუთედ მესტია საერთაშორისო კინოფესტივალ „დალის“ მასპინძლობს. ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კინემატოგრაფისტები მონაწილეობენ. ღონისძიების ფარგლებში სეტის მოედანზე ნაჩვენები იქნება საბავშვო-ანიმაციური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები. მესტიის საერთაშორისო კინოფესტივალი ელდარ შენგელაიას პატივსაცემად, მისი ფილმით „თეთრი ქარავანი“ გაიხსნა და „ცისფერი მთებით“ დაიხურება. ფესტივალი 13 სექტემბერს დასრულდება.

მსგავსი