საერთაშორისო გზების განვითარება 

21:52, 13.02.2026

ახალი სტანდარტი, რომელიც საერთაშორისო გზების განვითარების წესებს ადგენს. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტით საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე და გზისპირა ზონებში – გზის ღერძიდან 200 მეტრის ფარგლებში ორივე მხარეს – გზების მფლობელთან შეუთანხმებლად მშენებლობები იკრძალება. რეგულაცია შეეხება იმ მონაკვეთებს, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია ან სადაც მიმდინარეობს ან დაგეგმილია მაგისტრალური გზების მშენებლობა-მოდერნიზაცია.  რეგულაციის მიზანი გზისპირა ზონაში უნებართვო საქმიანობის შეზღუდვა და  საერთაშორისო მნიშვნელობის გზები  გამართულ და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფაა.

მსგავსი