საერთაშორისო გზავნილები და პოზიციები

საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები აქტუალობას არ კარგავს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

შექმნილი პოლიტიკური ვითარება ამჯერად ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განიხილეს. ვირტუალურ შეხვედრაზე მმართველი გუნდის და ოპოზიციის პოზიციებს გიორგი ხელაშვილი და სალომე სამადაშვილი იცავდნენ. კვლავ მწვავე განცხადებებით გამოირჩეოდა ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც დისკუსიაში მონაწილე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს საქართველოს მიმართ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. როგორც გაირკვა, სეიმის სპიკერის გარდა ჟიგიმანტას პავილიონისის ბოლოდროინდელმა გამოსვლებმა უხერხულობა ლიეტუვის პრეზიდენტსაც შეუქმნა.