საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი ბათუმში

ბათუმში პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი „გასტრობათუმი“ მიმდინარეობს. მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების უცხოელი შეფები, თურქ და ქართველ სპიკერებთან ერთად გასტრონომიული ტურიზმის ტენდენციებსა და გამოწვევებზე საუბრობენ. მოწვეული უცხოელი და ქართველი შეფები ადგილობრივი მზარეულებისთვის ხორცის, თევზისა და სოუსების მასტერკლასებს ატარებენ. ფორუმი 5 დეკემბერს დასრულდება.