საერთაშორისო გამოხმაურება - შეფასებები თბილისში

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა თბილისში. მმართველი გუნდი სრულად იზიარებს ევროკავშირის განცხადებას და ამბობს, რომ პოლარიზაციიდან გამოსავალი სწორედ ოპოზიციური პარტიების პარლამენტში

შესვლა და რეფორმების განსახორციელებლად საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებაა.

რაც შეეხება მოწოდებას დიალოგთან და მოლაპარაკებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა კომპრომისებზე საუბარი არ უნდა იყოს მხოლოდ ცალმხრივი. რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი არ შეიცვლიან პოზიციას ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკები გაიმართება, ისინი მხოლოდ მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნებზე ელიან მმართველი გუნდის პასუხს. მთავარ მოთხოვნებად კი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ასახელებენ.

დატოვე კომენტარი