საერთაშორისო გამოხმაურება

განცხადება გაავრცელა საქართველოში გერმანიის ელჩმა. ჰუბერტ ქნირში მოხარულია, რომ „ქართული ოცნება“ დაეთანხმა კრისტიან დანიელსონის გეგმას. მისივე განცხადებით, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობა ყველა მხარეს აძლევს შანსს, ღირსეულად შეთანხმდნენ და შემდეგ პოლიტიკური პროცესი სხვისი დახმარების გარეშე გააგრძელონ. ელჩის შეფასებით, ყველა ძალამ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.

განცხადებას ავრცელებს ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე„მივესალმები პოზიტიურ გზავნილებს თბილისიდან, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით“. აღნიშნულის შესახებ პავილიონისი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს. მისივე თქმით, ამ ნაბიჯებს შეუძლია მოიტანოს ერთობა და კომპრომისი საქართველოს მომავლისთვის ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში.

მოამბე