საერთაშორისო გამოფენა საუდის არაბეთში

15:29, 25.09.2025

საუდის არაბეთის სამეფოში საერთაშორისო გამოფენა Foodex Saudi 2025-ზე ქართული ნაციონალური პავილიონი იყო წარმოდგენილი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საერთაშორისო გამოფენაში ექვსი ქართული კომპანია მონაწილეობდა: „აგროქიზიყი“, „ჰობი“, „ჩინებული“, „არომაპროდუქტი“, „Georgian Hazelnut Corporation” და „ბარამბო“. აღნიშნული კომპანიების მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შეციებული ცხვრის ხორცი, თაფლი, ორგანული წვენები, თხილი და სხვადასხვა სახის ტკბილეული. Foodex Saudi საუდის არაბეთის სამეფოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელშიც 50-ზე მეტი ქვეყნიდან საკვები და სასმელი პროდუქციის სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მსგავსი