იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში Foodex Japan 2025 ექვსმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების: „აქუა გეოს“, „კულას“, „ჯეო ნატურალსის“, „აგროლეინის“, „აგროლაინისა“ და „ჯეოფლაუერსის“ სტენდები. გამოფენის ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართული კომპანიების წარმოებულ პროდუქციას: ლურჯ მოცვს, კაკალს, თაფლს, წყალს, წვენებს, ჯემებსა და კომპოტებს. Foodex Japan აზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენაა.