საერთაშორისო გამოფენა ეროვნულ მუზეუმში
„ყვითელი მდინარიდან კავკასიამდე: ჩინეთის შანსის პროვინციის ბრინჯაოს საგანძური“ – ამ სახელწოდებით ეროვნულ მუზეუმში საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია შანსის მუზეუმის კოლექციის 36 გამორჩეული ბრინჯაოს ექსპონატი, რომლებიც თითქმის ორ ათასწლეულს მოიცავს. უძველესი ჩინური ცივილიზაციის განვითარებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ბრინჯაოს კულტურამ შეასრულა. მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩინური სახელმწიფოს, ხელოვნებისა და კულტურული ტრადიციების ჩამოყალიბებაზე.