საერთაშორისო გამოფენა CIFTIS 2026
კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციისთვის – პეკინი მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. სიფთის 2026-ზე, რომელშიც 90 ქვეყნის 2000-მდე კომპანია მონაწილეობს, ჩვენი ქვეყანა პავილიონით არის წარმოდგენილი. გამოფენის ათასობით სტუმარს ქართული უნიკალური ღვინოების დაგემოვნების პარალელურად, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ქართული ეკოსისტემის და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის საშუალება აქვთ. საერთაშორისო გამოფენა 13 სექტემბერს დაიხურება.