საერთაშორისო გამოფენა ჩინეთში

15:23, 05.11.2026

შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე 37 ქართული კომპანია მონაწილეობს. გახსნილია სამი თემატური პავილიონი, სადაც წარმოდგენილია ეროვნული საკვები, სასმელი და სხვადასხვა სახის სამომხმარებლო პროდუქტი. ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი დაესწრო, ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ტინგ სიუესიანგმა გახსნა. ღონისძიების ფარგლებში ქართველ მეწარმეებს საშუალება ექნებათ საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო პარტნიორებს გააცნონ. გამოფენაში 162 ქვეყანა მონაწილეობს.

მსგავსი