საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი“ გაიხსნა

თბილისის თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი“ გახსნილია. 29 აგვისტომდე ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ნაჩვენები იქნება ქართულ-კორეული საერთაშორისო სახელოვნებო პროგრამის – „თანამშრომლობის ხედვების“  მორიგი გამოფენა. ორ საგამოფენო დარბაზში მაყურებელი ქართველი, კორეელი, თურქი, ჰოლანდიელი, იაპონელი, ფინელი, ირლანდიელი და შვეიცარელი  მხატვრის ნამუშევრებს ნახავს.  „არტისტერიუმი“ პირველად 2008 წლის ნოემბერში ჩატარდა.