საერთაშორისო გამოფენა ამსტერდამში
საქართველო ეროვნული პავილიონით წარდგა ამსტერდამში საერთაშორისო გამოფენაზე. ქართულმა კომპანიებმა სხვასხვა პროდუქცია წარუდგინეს, მათ შორის: ნატურალური წვენები, ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, თაფლი, ჩიფსი და თხილი. ღონისძიებაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მონაწილეობს. ექსპოზიცია აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს.