„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა

პარლამენტი მესამე სექტორიდან შენიშვნებს იღებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საკანონმდებლო ორგანოს ერთწლიან საქმიანობას აჯამებს. კვლევის ავტორების პრეტენზიები ძირითადი კანონპროექტების დაჩქარებულ რეჟიმში მიღებას, დეპუტატების მიერ სხდომების გაცდენის მზარდ ტენდენციას და მათ ქცევებს უკავშირდება. ორგანიზაციას კითხვები აქვს საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხითაც. შენიშვნებთან და პოზიტიურ შეფასებებთან ერთად კვლევის ავტორებმა ყველაზე აქტიური და პასიური დეპუტატებიც გამოავლინეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ანგარიშს კანონმდებლებს შორის არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.