„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში ბიზნესკავშირებზე მორიგ კვლევას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, ივანიშვილი ოფშორული კომპანიების მეშვეობით დღემდე ფლობს სულ ცოტა ერთ კომპანიას. ხოლო 2018-2019 წლებში ის რუსეთში ათამდე კომპანიის მფლობელი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კომპანიები, რომლებიც რუსეთში ოპერირებენ და ბიძინა ივანიშვილთან კავშირში არიან, საქართველოშიც ოპერირებენ.