„საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიში

21:17, 08.04.2019

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საზოგადოების განწყობის ახალ კვლევას აქვეყნებს. გახმაურებული საქმეების გამოძიება, საარჩევნო სისტემა, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, სასამართლო, მედია, საბანკო რეგულაციები, საპენსიო რეფორმა,- თებერვალ-მარტში ჩატარებული გამოკითხვა რამდენიმე სფეროს მოიცავს. ერთი ნაწილი კი მთლიანად ტელევიზიებს ეხება. ავტორებს რესპონდენტებისგან აინტერესებდათ იმის გარკვევა, თუ ვის ინტერესებს გამოხატავს სხვადასხვა არხი და ერევა თუ არა ხელისუფლება მედიის საქმიანობაში.

 

მსგავსი