„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიში

წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“. ანგარიში პირველი ივლისიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს და მასში ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე მიმართულებაზე. ორგანიზაციის ცნობით, საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით რამდენიმე ფაქტი გამოკვეთა. ასევე  წინასაარჩევნოდ გახშირებულია ძალადობა, საკუთრების დაზიანების შემთხვევები, გამოიკვეთა სამსახურიდან გათავისუფლების სამი შემთხვევა, ასევე პრობლემებია საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დროს და იკვეთება საგამოძიებო უწყებების გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის.