„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიში – შეფასებები
კვლავ განხილვის თემაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიში, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულადაა შეფასებული. „ნაციონალურ მოძრაობაში“ „საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშს მიესალმებიან და აცხადებენ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია.
მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ ანგარიში რეალურად გარედანაა ნაკარნახევი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ მიერ შედგენილ პოლიტიკურ პატიმართა სიაში იქნება შეყვანილი.