„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევა

საავტომობილო საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებული ტენდენციები შეისწავლა„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, ბოლო წლებში, საწვავის სტანდარტების გამკაცრებითა და პერიოდული შემოწმებების შედეგად, 2018 წელს, ბენზინში ტყვიის გადამეტებული შემცველობა არსად გამოვლინდა.

კერძო ლაბორატორიაში გადამოწმებული რვა კომპანიის საწვავის ხარისხი, ერთის გარდა,  შეესაბამებოდა სტანდარტებს.

რაც შეეხება საწვავის ფასს, მესამე სექტორმა შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ საწვავზე ფასის ცვლილება ძირითადად ნავთობის მსოფლიო ფასზე, ლარის გაცვლით კურსსა და აქციზის გადასახადის ცვლილებაზე იყო დამოკიდებული.

საერთაშორისო გამჭირვალობის ინფორმაციით, ბოლო 5 წელიწადში, ნავთობის მსოფლიო ფასი 48 პროცენტით შემცირდა, თუმცა საქართველოში საწვავი არ გაიაფდა, ვინაიდან ამ პერიოდში ლარი დოლარის მიმართ 53%-ით გაუფასურდა და აქციზის გადასახადი გაიზარდა.