საერთაშორისო გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებელი 

21:45, 14.09.2026

საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გადაზიდვები – სამივე გზით საქართველოს გავლით გადაზიდული ტვირთების მოცულობა შთამბეჭდავია.

ბოლო 10 წლიან პერიოდში, რეკორდულ ზრდას აჩვენებს ქვეყნის პორტებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა. წლის პირველ რვა თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11 %-ით არის გაზრდილი რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობაც, რაც შეეხება ავიაგადაზიდვებს, საქართველოს აეროპორტებით თითქმის 30 ათასი ტონა ტვირთი გადამუშავდა. ზრდა ფიქსირდება მგზავრთა გადაყვანის მიმართულებითაც. იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, აეროპორტები ექვს მილიონამდე მგზავრს მოემსახურნენ. რას უკავშირდება მზარდი დინამიკა საერთაშორისო გადაზიდვებში და რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გასაძლიერებლად – შალვა სუმბაძე გიამბობთ.

 

მსგავსი