საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სტამბოლში, მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შემცირების საკითხებზე გამართული მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტერიალი ფორუმის „ნულოვანი ნარჩენი“ ფარგლებში ჩატარდა და მასში სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე დელეგაციის 1600 წარმომადგენელი მონაწილეობდა. დავით სონღულაშვილის განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში ეფექტიანი სისტემების ამოქმედება ნარჩენების და დანაკარგების შესამცირებლად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.