საერთაშორისო ფორუმი თბილისში
„საქართველო – მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმა“ – ამ სახელწოდებით 5-6 ნოემბერს თბილისში საერთაშორისო ფორუმი გაიმართება. ღონისძიებაზე მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველოს ნეიტრალიტეტის პერსპექტივაზე იმსჯელებენ. ორგანიზატორები არიან – პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ და ნეიტრალიტეტის კვლევის ცენტრი. მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები და გეოპოლიტიკის ანალიტიკოსები. პროგრამა ოთხ თემატურ პანელს აერთიანებს. მიზანია, საქართველოს ნეიტრალური სტატუსის შესახებ დისკუსიის გლობალურ დღის წესრიგში გატანა.