საერთაშორისო ფორუმი თბილისში

15:30, 23.10.2026

WELCOME TBILISI – მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმს თბილისის საკრებულომ უმასპინძლა. ღონისძიებაში ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები, არქიტექტორები, ტურიზმის სექტორის ლიდერები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ფორუმის მთავარი თემატიკა ტურიზმი, ინვესტიციები და ხელოვნება იყო. სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო და ლაუნჯ სივრცეებში შეხვედრები, საინვესტიციო პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები გაიმართა, სადაც საერთაშორისო ბრენდებმა თავისი ექსკლუზიური პროექტები წარადგინეს.

მსგავსი