საერთაშორისო ფორუმი თბილისში

15:23, 07.10.2026

პოლიტიკურმა პარტიამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ბრიფინგზე დაგეგმილი საერთაშორისო ფორუმის დეტალები წარადგინა. 2026 წლის 5-6 ნოემბერს კონფერენცია „საქართველო – მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმა“ თბილისში გაიმართება. ღონისძიების თანაორგანიზატორია „ნეიტრალიტეტის კვლევის ცენტრის“ დამფუძნებელი, პროფესორი პასკალ ლოტაზი. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 10-ზე მეტი სპიკერი მსოფლიოს 8 ქვეყნიდან, რომლებიც აკადემიურ, სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებს წარმოადგენენ. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრის მთავარი მიზანი, თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ნეიტრალიტეტის პერსპექტივების გაანალიზება და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობაა.

მსგავსი