საერთაშორისო ფესტივალი

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი.

ღონისძიებები 14 ივლისიდან, 29 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 17 რეგიონული თეატრი და თეატრალური დასები უკრაინიდან, ლიეტუვადან, ირანიდან და სერბეთიდან. ამასთან, ფესტივალს უმასპინძლებს 13 ქალაქი. ფესტივალი საზეიმოდ 14 ივლისს სოხუმის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება. ქალაქი ფოთი კი, ფესტივალის ბოლო კვირას უმასპინძლებს.