საერთაშორისო ფესტივალი თელავში

12:25, 21.09.2025

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. ღონისძიების მეორე დღეს მსმენელის წინაშე ელისო ვირსალაძე წარდგა. კამერული მუსიკის კონცერტი, სადაც ასევე დავიდ ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი მონაწილეობდა, თითქმის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფესტივალი კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. კონცერტების გარდა, ახალგაზრდებისთვის ეწყობა თემატური მასტერკლასებიც.

მსგავსი