საერთაშორისო ფესტივალი „ქართველები და ზღვა“ აჭარაში
„ქართველები და ზღვა“ – ბათუმი გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალს მესამედ მასპინძლობს. ფესტივალი აჭარის მწერალთა სახლში ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის იდეა, აჭარის რადიოს არქივში დაცულ გალაკტიონ ტაბიძის აქამდე უცნობ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, რომელშიც პოეტი ბათუმში ზღვის პოეზიისა და ხელოვნებისადმი მიძღვნილი ყოველწლიური დღეების გამართვის სურვილზე საუბრობს. წლევანდელ ფესტივალში გერმანიისა და თურქეთის წარმომადგენლები – მეცნიერები, მსახიობები, მუსიკოსები და ლიტერატორები მონაწილეობენ. პროგრამის ფარგლებში იმართება გამოფენები და დოკუმენტური ფილმების ჩვენება. ფესტივალი ხვალ დასრულდება.