საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“

ბათუმში, ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები’“ გრძელდება.

პირველი კონცერტი ბათუმის სახელმწიფო თეატრში დღეს გაიმართება. ღონისძიების წინ, ორგანიზატორებმა, ფესტივალის პროგრამა წარადგინეს, რომლის ფარგლებშიც გაიმართება რამდენიმე კონცერტი, ქართველი მხატვრების გამოფენები,   მასტერკლასები და ვორქ-შოპები მუსიკალური სასწავლებლების მოსწავლეებისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. ფესტივალი თბილისში გაგრძელდება და 11 ოქტომბერს დასრულდება. „ღამის სერენადები“ 1982 წელს ცნობილმა ქართველმა მევიოლინემ, ლიანა ისაკაძემ დააარსა და მის სახელს ატარებს.