საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში

18:42, 20.04.2026

„კლასიკური კონცერტები ბათუმში“ – საერთაშორისო ფესტივალს ხვალიდან ზღვისპირა ქალაქი უმასპინძლებს.

ოთხი დღის განმავლობაში, მსმენელის წინაშე მსოფლიო დონის მუსიკოსები წარდგებიან. 21 აპრილს ფესტივალი გაიხსნება კონცერტით, „კლასიკური ჰარმონია“. სცენაზე პიანისტი, ელენ მერსიე და შვედი ვირტუოზი მევიოლინე, დანიელ ლოზაკოვიჩი გამოვლენ. გალა საღამოები ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება. პროექტი აჭარის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი