საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ, განმეორებით გააგზავნა მოსაწვევები საერთაშორისო ორგანიზაციებში. ასევე, ორმხრივი მოწვევის წერილები გაუგზავნეს ევროკავშირის, ნატო-ს, სუამი-ს წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს, ჯამში 50 ქვეყანას.

დამკვირვებლების გამოგზავნის თაობაზე მზაობა უკვე გამოთქვა არაერთმა ორგანიზაციამ, მათ შორის ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში, რიგი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, თავიანთი რეგულაციების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ვერ ახორციელებენ საერთაშორისო მისიებს, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამენ, საარჩევნო პროცესს არსებული შესაძლებლობებით დააკვირდნენ.