საერთაშორისო დამკვირვებლების გზავნილები

დაძაბული საარჩევნო მარათონის ფონზე და არჩევნებამდე სამი დღით ადრე ხელისუფლება და ოპოზიცია საერთაშორისო დამკვირვებლებისგან მკაფიო გზავნილებს იღებენ.

ყველა სადამკვირვებლო მისია ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისიდან და ქვეყანაში დღეს არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, თვითმმართველობის არჩევნებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და 2 ოქტომბერს დიდი ინტერესით ელოდება. ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ყველა პოლიტიკურ ძალას კანონის პატივისცემისკენ მოუწოდებენ და ხაზს უსვამენ, რომ შაბათს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ამომრჩევლების მაღალ აქტივობას ელოდებიან.

არჩევნები დემოკრატიის და ხელისუფლების ნდობის ტესტი იქნება, – ასეთია ძირითადი გზავნილები.